გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ევროპის ჩემპიონატზე რუსთაველი მოჭიდავე მეორე ადგილის მფლობელი გახდა

11-06-2019

რუსთაველი მოჭიდავე გუჯა ბარბაქაძე კაზახური სტილით ჭიდაობაში ზრდასრულებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.


საქართველოს წარმომადგენელმა 4 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 3 შეხვედრაში სრული უპირატესობით გაიმარჯვა, ფინალურ ეტაპზე კი სომხეთთან დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.


მიღწეულმა წარმატებამ გუჯა ბარბაქაძეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა. ჩემპიონატი ნოემბრის თვეში გაიმართება და საქართველოს რუსთაველი მოჭიდავე წარადგენს.


გუჯა ბარბაქაძე 20 წლისაა და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან ჭიდაობა 8 წლის ასაკიდან დაიწყო.






https://inforustavi.ge/