11-06-2019
პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი ბათუმის ტურისტულ ჯილდოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმი გახდა ტურისტული ჯილდოს მფლობელი და ისეთი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა სოფია, ლიუბლიანა, კუტნაჰორა და ბევრი სხვა, ბათუმი დასახელდა ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ეს ჯილდო ეკუთვნის ბათუმელს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ქალაქის განვითარებისთვის, და თუნდაც ყველკა იმ საოჯახო სასტუმროსა და კაფეს მფლობელს, ვინც გულითადად ემსახურება თავის საქმეს და ქმნის ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარე იმიჯს,. მიღებული ჯილდო შედეგია აჭარის ხელისუფლების აქტიური მუშაობის და მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა ბულვარის რეაბილიტაცია, სავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, შემოვლითი გზის მშენებლობას და ა. შ. ეს ჯილდო ნიშნავს ათიათასობით ახალ ტურისტს შეყვარებულს საქართველოზე და ბათუმზე, შეყვარებულს ჩვენს ბუნებაზე, ქართულ ღვინოზე, კულინარიულ შედეგებზე და იმ ისტორიულ ადგილებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს და დაგვიტოვეს. ბათუმი არის სტარტი, რომელსაც მალე შეუერთდება ისეთი კურორტები თითქმის ყველა რეგიონებში, სადაც ჩვენ დავიწყეთ რეაბილიტაცია ისეთი მაგალითად, როგორიც იქნება აბასთუმანი, როგორიც იქნება ბახმარო, რომელიც სრულიად გურიასთან ერთად წინა ხელისუფლების მიერ საუკუნოდ იყო დავიწყებული, მაგრამ ჩვენ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.
მინდა მოგილოცოთ თქვენც, ძვირფას ოპოზიციას, ვისი მმართველობის შედეგიცაა ისეთი მავნებლური გადაწყვეტილება და კონტრაქტი, როგორიცაა თბილისის აეროპორტი, თუმცა არაუშავს ჩვენ განვავითარეთ ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები, რომლებსაც ყოველდღიურად ემატება ახალი რეისები და რომელიც ფაქტიურად საუკეთესო საშუალებაა ჩვენი მოქალაქეების ევროპაში და პირიქით სამოგზაუროდ და ეს ჯილდო რა თქმა უნდა გეკუთვნის თქვენც , რადგან ჩვენი დამსახურებით თქვენც ამ ყველაფრის მონაწილე იქნებით.
ამასთანავე ჩვენ ვიზრუნეთ იმ ქვეყანაზე, რომელსაც თქვენი მმართველობის პერიოდიდან შემორჩა მძიმე დამახინჯებული ფსიქიკა, დაკარგული ტერიტორიები, ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქი და ხუთჯერ ზედიზედ გახსნილი ერთი და იგივე პროექტი. მიუხედავად იმისა, რამდენ სიცრუეს თუ ტალახს გვესვრით, დრო გადის ემოციები მშვიდდება და დარჩება ის საქმეები, რომელსაც ვაკეთებთ გრძელვადიანი შედეგის მიზნით და არა იმ მიზნით, რომელიც თქვენ გქონდათ მხოლოდ კარგი პიარის გასაკეთებლად", - განაცხადა ნინო წილოსანმა.