27-12-2017
რეორგანიზაციის ფარგლებში მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 50-ით შემცირდება, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გაუქმდა შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო მუშაობისთვის.
„ჩვენ პიროვნულად არ განგვიხილავს, შტატობრივად მოხდა განხილვა, გაუქმდა შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო და ეფექტს ვერ გვაძლევდა მუშაობისთვის. დაახლოებით 50 შტატი შემცირდება. ამაში შედის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებიც. შტატი 12%-ზე იყო ხელშეკრულებით, რეალურად 10%-ში უნდა ჩავეტიოთ, რეორგანიზაციის შედეგად 28 ადამიანი გვეყოლება ხელშეკრულებით, ადრე 32 იყო“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერმა ასევე რეორგანიზაციაზე ისუაბრა და განაცხადა, რომ გაუქმდა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის სამსახურები და ფუნქციურად შეუერთდა სპორტისა და კულტურის ააიპებს. დარჩენილი განყოფილებები კი ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. ასვეე გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ჯამში მერიაში 9 სამსახური რჩება.
წყარო: newpress