გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

13-06-2019

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს.

მშენებლობის დაწყების შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საბა”-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.

ანასეულს წყალი მრავალი წელია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, მოძველებულია ინფრასტრუქტურა და დიდია სასმელი წყლის დანაკარგიც.

პროექტი ითვალისწინებს ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე, 700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 799 998 ლარით ფინანსდება. პროექტი 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.