გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში გარდაცვლილი ქალი ნახეს

13-06-2019

რუსთავში, XX მიკრორაიონში 32 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს.


ქალი ბინაში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა.


გავრცელებული ინფორმაციით ბავშვები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თამაშობდნენ, სახლში ასვლისას კი კარები არავინ გაუღო.


ამის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს ბავშვების მამას დაკავშირებოდნენ, თუმცა ბინაში შესვლა ვერც მან მოახერხა რის გამოც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.


მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ოთახების დათვალიერებისას კი სამზარეულოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.


შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო".



https://inforustavi.ge/