13-06-2019
ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ყელქცეული.
წყალმა 50-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დატბორა.
განადგურებულია ნათესები.
"ღამის ორი საათი იყო. მოვიდა თავსხმა წვიმა, მოაყოლა სეტყვაც, ადიდდა ლიახვის მონადინე არხები. წყალი შემოვიდა ოჯახებში, ასე 50-მდე ოჯახი გაანადგურა, ყველაფერი გააფუჭა"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
პრობლემები იყო ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის 5 სოფელშიც.
"ამ ეტაპზე მიმდინარობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შსს-ს შესაბამისი სამსახურები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. სამუშაოებს ვაგრძლებთ ახლაც. ასევე ქარელის მუნიციპალიტეტშიც დაიტბორა სახოვრებელი სახლები" - განაცხადა სიმონ გულედანმა, შიდა ქართლის რწუნებულის მოადგილემ.