გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 59-ე ეტაპისთვის საბუთების მიღება იწყება

13-06-2019

იწყება 59-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებლი.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571