13-06-2019
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision საქართველო“-ს პროექტ ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი თვითმმართველობისათვის’’ ფარგლებში, მუნიციპალური პროგრამით მოსარგებლე მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელი, ცაბუნია ვართაგავა უძღვებოდა.
შეხვედრა, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა და სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მერიასთან არსებული კომუნიკაციის პრაქტიკის, საკუთარი გამოცდილებისა და ხედვის გამოკვეთას, არსებული სირთულეების დაფიქსირებას და მათი გაუმჯობესების გზების მოძიებას ისახავდა მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის წარმომადგენელმა, პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გამორჩეულ ჩართულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ, თანამშრომლობის კუთხით, სენაკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტია.