გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ნასარია: ქართუ ფონდს გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული, მათ შორის არის გურიის ოზურგეთის თეატრი, შეკვეთილში გასართობი ცენტრები

13-06-2019

,,ქართუს“ გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული. ათობით მილიონი რომელიც ფონდმა გურიის რეგიონში დახარჯა, გურიის პოპულარიზაციას და გურიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“,- ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ გააკეთა.


მისი თქმით, ერისთავების სასახლისა და სოფელ ერკეთში მონასტრის რესტავრაციით ვიზიტორებისთვის რეგიონში საინტერესო ლოკაციები გაჩნდება.


,,ჩვენი რეგიონისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ერისთავების სასახლის რესტავრაცია იწყება, ასევე იწყება მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის რესტავრაცია სოფელ ერკეთში. ეს ორი ობიექტი იმ ტურისტული ზონების დამატება იქნება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი რეგიონისთვის და ვიზიტორებისთვის, საინტერესო ადგილები გაჩნდება ამ ლოკაციების თვალსაზრისით. აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერისთავების სასახლის მიმდებარე ტერიტორია იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული, და დამსვენებლებს ქონდეთ საშუალება, რომ კომფორტულად დს მშვიდ გარემოში მოახდინონ დასვენება“,- განაცხადა ზურაბ ნასარიამ.


როგორც გურიის გუბერნატორმა აღნიშნა, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც აფინანსებს ფონდი „ქართუ“ . ქართუ ფონდს გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული, მათ შორის არის გურიის ოზურგეთის თეატრი, შეკვეთილში გასართობი ცენტრები.