გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორისა და ქარელის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

13-06-2019

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შპს „საქართველოს მელიორაცია“ ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებს. სპეციალური ტექნიკით წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. 

საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლის რეგიონალურმა სამსახურმა წვიმის დაწყებისთანავე შესაბამისი ზომები მიიღო; გამოირთო მეღვრეკისის სატუმბი სადგურის ტუმბო აგრეგატები, რის შედეგადაც სალთვისისა და ზემო ნიქოზის არხს წყლის მიწოდება შეუწყდა; სათავე ნაგებობის კაშხალზე გაიხსნა ფარები; დაიკეტა ძლევიჯვრის, ალტერნატიული და ზედა რუს სარწყავი არხები. 

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. ამ დრომდე სამელიორაციო ტექნიკა მუშაობს სოფელ ყელქცეულში, ძლევიჯვარსა და არადეთში, სადაც სტიქიის შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებიდან ჭარბი წყლის მოცილების ღოონისძიებები ხორციელდება.