გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა

14-06-2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.


ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.