გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შეკვეთილში ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებენ

14-06-2019

შეკვეთილში ქვიშის ფეხბურთში საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდება.


მატჩები 21-23 ივნისს გაიმართება. ორგანიზატორები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და აჭარის ფეხბურთის ფედერაცია არიან.


პირველობისთვის რვა გუნდი იბრძოლებს. ჩემპიონატი სამი ეტაპისგან შედგება. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი საქართველოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონთა საკლუბო თასზე წარადგენენ.


ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 5-7 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები დანიის, ბულგარეთისა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.


საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატში მონაწილეობენ თბილისის UG, თელავის კახეთი, ოზურგეთის შევარდენი, ბათუმის ბსუ, ფოთის ჭაბონამა, ბათუმის საზღვაო აკადემია, ბათუმის დინამო და ქუთაისი.





https://1tv.ge/