გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმის საკრებულოს წევრი ქალი მაშველების მიმართ გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის

14-06-2019

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე სოციალურ ქსელში ქალი მაშველების მიმართ გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის.


დუმბაძის განმარტებით, ეს ხუმრობა იყო. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ კაცი მაშველების მიმართ იმავე შინაარსის კომენტარს არ დაწერდა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე დუმბაძეს ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.


დოლაბერიძე ასევე ითხოვს, რომ საკრებულოს წევრმა ომარ მახარაძემ, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, მანდატი დატოვოს. დოლაბერიძე ამ საკითხების დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაყენებას აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპიროზე წელს მაშველი გოგოები გამოჩნდებიან, 13 ივნისს გავრცელდა. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ.


ამ ეტაპზე მაშველი გოგოები სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.



https://imedinews.ge/ge/