გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი ტარდება

14-06-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცა „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.


ფორუმი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება.


ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე; ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო კობახიძე გახსნიან.


ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, რომლებიც სასტუმრო ჰილტონსა და ბათუმის ცენტრალურ პარკში გაიმართება.


ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებული აქტივობები გააერთიანებს სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით თამაშს, მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას, საინფორმაციო სტენდებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტ გოგონათა მარშს. ფორუმის მეორე დღეს ელექტრონული მუსიკის პერფორმანსით წარსდგება კომპოზიტორი და დიჯეი ეკატერინე ცეცხლაძე.


მთავარი გზავნილი- „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ კამპანიისთვის შერაჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი რეგიონული ფორუმი ქალაქ ქუთაისში 30-31 მარტს გაიმართა. ივნისსა და ივლისში ფორუმს ბათუმი და ზუგდიდი უასპინძლებენ.




https://pia.ge/