გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის წარმოჩენის მიზნით ბათუმში ეკონომიკური ფორუმი იმართება

14-06-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ბათუმში ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მართავენ. ფორუმი ბიზნესში ქალების გაძლიერებასა და ქალი მეწარმეების წახალისებას ემსახურება.


ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე გახსნიან.


ორდღიანი ფორუმი მიზნად ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლისა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენას ისახავს. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, რომლებიც სასტუმრო ჰილტონსა და ბათუმის ცენტრალურ პარკში გაიმართება.


ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებული აქტივობები გასართობ და შემეცნებით თამაშს, მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას, საინფორმაციო სტენდებსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარშს გააერთიანებს. ფორუმის მეორე დღეს ელექტრონული მუსიკის პერფორმანსით კომპოზიტორი და დიჯეი ეკატერინე ცეცხლაძე წარდგება.


ფორუმი, რომლის მთავარი გზავნილია „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. კამპანიის მიზანია, გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირები კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. იგი ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ, 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები ეხმარება ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი რეგიონული ფორუმი ქუთაისში, 30-31 მარტს გაიმართა. ბათუმის შემდეგ, ივლისში, ეკონომიკურ ფორუმს ზუგდიდი უმასპინძლებს.