გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სენაკში საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

14-06-2019

სენაკის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
კონკრეტულად, რკინა-ბეტონისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ქუჩის მეორე შესახვევში დავით აღმაშენებლის ქუჩამდე.

პარალელურად, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები დაწყებულია მენჯის, ხორშის და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასფალტის საფარი პირველად დაიგო კოლხეთის, ნაროუშვილის, დემურიას ქუჩებზე, ნოდარ კანკიას ქუჩის მეორე შესახვევში, ნუცუბიძის ქუჩის ხოფერიას ქუჩამდე დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ნოდარ კანკიას ქუჩამდე, ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის ზედა მონაკვეთსა და სასაფლაომდე მისასვლელ გზებზე, რის შედეგადაც, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაწყდა.

საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ზემო კოტიანეთის და საესებუოს უბნის გზებზე, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელ გზაზე, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში - რეკა-ბათარიას დამაკავშირებელ გზაზე.