გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში 2 წლის ბავშვი დაიღუპა - მამამ შვილს შემთხვევით მანქანით გადაუარა

15-06-2019

უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ სობისში კაცმა მანქანის მობრუნებისას შემთხვევით საკუთარ შვილს გადაუარა.


2-წლამდე ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა.


ოჯახის მოთხოვნით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან შეყვანისას ის უკვე დაღუპული იყო.


ნათესავები კლინიკასთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.



imedinews.ge