16-06-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ერთობლივ პროექტს ,,მხიარული სტარტები“, სენაკის სპორტის სასახლემ უმანპინძლა.
სპორტულ შეჯიბრში, რომელიც წელს მესამედ გაიმართა, მონაწილეობა 4 გუნდმა მიიღო: ,,ცისარტყელა’’ - №1 ბაგა-ბაღი; ,,ვარსკვლავები’’ - №2 საბავშვო ბაღი; ,,ბაია’’ - №2 ბაგა-ბაღი და ,,ყოჩაღები’’ - №6 ბაგა-ბაღი.
სახალისო და საინტერესო სპორტულ სანახაობას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,მხიარულ სტარტებში’’ გამარჯვებულის წოდება უკვე მესამედ წილად ხვდა გუნდ ,,ვარსკვლავებს’’. გამარჯვებულ №2 საბავშვო ბაღს -გამგე თინაზ დარასელია - გარდამავალი თასი მუდმივ მფლობელოში გადაეცა.
ოთხივე გუნდი და ყველა მონაწილე თასებით და სიგელებით დაჯილდოვდა. ,,მხიარული სტარტების“ ყველა მონაწილეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
სპორტული შეჯიბრი, რომლის მიზანი მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და გუნდურობის პრინციპების დანერგვაა, გულშემატკივრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.