გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შიდა ტურიზმის კუთხით ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ რეგიონებიდან იმერეთი ლიდერობს

16-06-2019

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 918.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 11.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებს. 

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 470.8 ათასით განისაზღვრა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 28.3 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.8 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.


2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (55.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 298.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 213.6 ათასი ვიზიტი თვეში).