გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018 წელს სასაკლაოებში 583.3 ათასი სული პირუტყვი დაიკლა და 43,774.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული

16-06-2019

გასულ, 2018 წელს საქართველოში 112 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 22.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 14.3 პროცენტი - კახეთში, 13.4 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.6 პროცენტი - იმერეთში, 9.8 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28.6 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2018 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 43,768 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2018 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 583.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 30.4 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 69.6 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 10,979.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2018 წლის განმავლობაში 43,774.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.5 პროცენტი - ფრინველის, 15.5 პროცენტი - ღორის, 9.9 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. 2018 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 5,343.8 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 43.0 პროცენტი მოდის თხისა და ცხვრის ხორცზე, 26.3 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 30.7 პროცენტი - ღორის ხორცზე. მომსახურება გაეწია 42.9 ათას პირს, საიდანაც 45.2 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1032 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.7 ლარი, ცხვრის ან თხის - 11.2 ლარი, ხოლო ღორის - 21.5ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოების უმრავლესობა (49.1 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 48.2 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 2.7 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 69.6 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 30.4 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 60.9 პროცენტს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, ხოლო 39.1 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის. სასაკლაოების 27.8 პროცენტი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 19.6 პროცენტი მნიშვნელოვან ფაქტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 17.9 პროცენტი - თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 10.1 პროცენტის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 9.3 პროცენტის აზრით - სახელმწიფო გადასახადების სიდიდე, 8.4 პროცენტის აზრით - სუსტი კავშირი მწარმოებლებთან და 6.9 პროცენტის აზრით კი - მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა.