16-06-2019
სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, ზურა ხაჩიძემ, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.
"ჩემი საქმიანობით უფრო მეტი ანაზღაურება მქონდა. ხელფასი არ სცდება 1 500 ლარს. ძალიან რთული იყო ამ სამსახურში წამოვსულიყავი, რომ არა ამ რეგიონის სიყვარული", - აღნიშნა ხაჩიძემ.
რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების შესახებ მთავრობამ დადგენილება 2019 წლის 28 მაისს მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, გუბერნატოეის ხელფასი თვეში - 5 900 ლარია, პირველი მოადგილის - 3 000 ლარი, ხოლო მოადგილეების თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 900, წელიწადში კი - 34 800 ლარი.