გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის ტრენინგი ჩატარდა

17-06-2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ - ფარგლებში, დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის.

სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ექსპერტი სანდრო სორდია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტრენინგი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას ისახავს. 

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო თვითმმართველობისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები. 

სამუშაო შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება. შემდგომი შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან გაიმართება.