გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში გარე განათების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

17-06-2019

სენაკის მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობის, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, გზების მოშანდაკების, დასუფთავება-გამწვანების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა ქალაქის შემდეგ ქუჩებზე: ფიროსმანი, დავითაია, დუტუ მეგრელი, სამეგრელო, ნუცუბიძე(ჩიხებით), ეგრისი, ქუთაისი, კაშიბაძე, ლევან მეორე დადიანი, გიორგი ბრწყინვალე, გორგასალი, ურიდია.

დეკორატიული სანათები აღდგენილ იქნა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა და აჯიაშვილის სახელობის სკვერებში.

გარე განათების ახალი ქსელების მოწყობა დაგეგმილია ბორჯომის, ჯანაშიას, კ.გამსახურდიას, არსენას (ჩიხებით), წურწუმიას, ს. შამათავას(ჩიხებით), არჩაიას ქუჩებზე, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ტყირის უბანში.
უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამუშაოები მთელ ქალაქს მოიცავს.

სანიაღვრე არხების მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოები განხორცილდა ჭყონდიდელისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, გამსახურდიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხორავას ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ტროტუარები აღდგა რუსთაველისა და ქურდოვანიძის ქუჩებზე. 

კეთილმოეწყო დაზიანებული ცხაურები და ხიდბოგირების მოაჯირები ქუთაისის, მშვიდობის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ჭყონდიდელის ქუჩებზე.

ქალაქის ქუჩებში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა.

მერიის მიერ შეძენილი სპეცტექნიკის (გრეიდერის) მეშვეობით გზის მოშანდაკების სამუშაოები განხორცილდა ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში და ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საბუკიოს, საბულიოს, საშარტავოს, ზემო და ქვემო საჭითაოს, სადადიანოს და სამირცხულავოს უბნებში.