გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

17-06-2019

სეს-ის გურიის რეგიონიული სამსახურის უფროსად მოაზრებული ზაზა შალვა პეტრიაშვილი დღეს დილით გურიაში ჩავიდა.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის სეს-ის უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს უნდა წარედგინა, მაგრამ პეტრიაშვილი გურულებთან შესახვედრად მარტო მივიდა.


თავდაპირველად იგი სოფელ მერიაში მექანიზაციის ცენტრში, აჭარა-გურიის აზიური ფაროსანას შტაბში მივიდა, სადაც არსებული ტექნიკა გადაიბარა.


ამის შემდეგ მივიდა ის გურიის რეგიონულ სამსახურში, თუმცა თანამშრომლებს არ შეხვედრია.


პეტრიაშვილი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა.


გავრცელებული ინფორმაციით ის სეს-ის უფროსს ელოდება, რომელიც ამ წუთებში გურიაში მოემგზავრება.



http://www.gurianews.com/