გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცურიამ თანამდებობა დატოვა

17-06-2019

ლანჩხუთის  მერის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცურიამ, რომლის შესაძლო გათავისუფლებაზე თვეებია მიდიოდა აქტიური საუბრები, რის მიზეზადაც მისი მისამართით მმართველი გუნდის სხვადასხვა შტოებიდან  ორკესტრირებული შეტევაა სახელდებოდა,   დაკავებული თანამდებობა დატოვა.


 მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ფაცურია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, სხვა დეტალებზე კი, ჯერჯერობით, მერია განმარტებას არ აკეთებს.


ასე რომ, ამ ეტაპისთვის ღიად რჩება კითხვა, თუ ვინ დაიკავებს ლანჩხუთის მერის მოადგილის ვაკანტურ პოსტს.


  კულუარებში რამდენიმე კანდიდატურაა განხილვის სტადიაში, მათ შორის საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიც სახელდებიან. როგორც ამბობენ, ისინი ზემდგომებს არგუმენტად საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ „ჭარბ ნდობას“ უსახელებენ.


გავრცელებული ინფორმაციით, მერის ყოფილი მოადგილე ამიერიდან მუშაობას საფეხბურთო სკოლაში გააგრძელებს რიგითი თანამშრომლის  ამპლუაში. თავად გოგი ფაცურიას ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს და შესაბამისად, შეუძლებელი გახდა მასთან გასაუბრება.


http://www.gurianews.com/