18-06-2019
ამ წუთებში მერიის სხდომათა დარბაზში ექსპერტი სანდრო სორდია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის -,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში შეხვედრას მართავს მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ტრენინგი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვა, დღის ბოლომდე გაგრძელდება და ხვალ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის ევროკავშირის მხარდაჭერით ხორცილედება.