გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესტიის მუნიციპალიტეტში ევროკავშირი განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

18-06-2019

22 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტი ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის შემდგომაც დაგეგმილია სახალხო ზეიმი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

ღონისძიების მიზანია ხელისუფლებას, დონორებს, ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორებს, ფართო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაესწრონ სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“, რომელიც ჩატარდება დაბა მესტიის ცენტრალურ მოედანზე და მოიცავს გასართობ და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს ბავშვების, ახალგაზრდობისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა გაეცნონ ევროკავშირს და მის მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებს საქართველოში; დამატებით მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საჭადრაკო ტურნირში.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართავენ:

ბატონი კარლ ჰარცელი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში 
ბატონი არად ბენკე - ავსტრიის ელჩი,
ბატონი ულრიკ ტიდესტრომი - შვედეთის სამეფოს ელჩი,
ბატონი ჰაინც ჰაბერტოიერი - ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი;
ბატონი რობერტ ვოლფსბერგერი - ქეა ავსტრიას ფინანსური დირექტორი
ბატონი ალექსანდრე მოწერელია - სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 

ღონისძიების დღის წესრიგი


09:30-10:30 GRETA-ს პროექტის ოფისის გახსნა მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

10:00-11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია დაბა მესტიის საკონცერტო დარბაზი

11:00-12:05 ოფიციალური გახსნის ცერემონია

12:05-12:25 განცხადებები პრესისთვის და ფოტო სესია

12:25-12:45 ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფის გამოსვლა

12:45-15:00 არაფორმალური ნაწილი; სადილი

15:00-16:30 ადგილობრივი მუზეუმის დათვალიერება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სამხარეო მუზეუმი

17:00-18:00 „ევროკავშირი სვანეთში“ ღონისძიების ოფიციალური გახსნა სეტის მოედანი - მესტია