გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის შეხვედრას მასპინძლობს

18-06-2019

საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. 

ღონისძიებას, რომელიც აჭარაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი, ნიკო ჰორნი ესწრება. 

15-მდე ქვეყნის მცენარეთა დაცვის წამყვანი სპეციალისტები სამუშაო ფორმატში განიხილავენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ ზომებს, მავნე ორგანიზმების, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (IPPC) შემუშავებულ ღონისძიებებს და მათი დანერგვის შესაძლებლობებს. 

შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოში არსებული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის, პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ. ქართველმა სპეციალისტებმა კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ატარებს. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დამცველები, ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე გაეცნობიან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, სამეგრელოს რეგიონში დაათვალიერებენ საველე სამუშაოებს და ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრს.

უცხოელი სტუმრები ასევე შეხვდებიან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებს და მათგან მოისმენენ ინფორმაციას ენდემურ და ეგზოტიკურ მცენარეებზე მავნებლების ზეგავლენისა და ბრძოლის მეთოდების შესახებ. 

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) საქართველო 2016 წელს გაწევრიანდა, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას. 

სამუშაო შეხვედრას ავსტრიის. ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, სლოვენიის, ირლანდიის, უნგრეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.