გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ჩემი შვილი არის ნაცემი" – სამართალდამცველებს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ

9-11-2017

ხულიგნობის მრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. 

გრიგოლ კაპანაძე გამოკვლევისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. მისი მონახულების უფლება ადვოკატს მიეცა. ეკა აბაშიძის თქმით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება. კაპანაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატის განცხადებით, კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკავებული არ მიიღო. უფლებადამცველი და ოჯახის წევრები, მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ. 

თამაზ კაპანაძის თქმით, მისი შვილი ერთი თვის წინაც დააკავეს, სცემეს და გამოუშვეს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ გრიგოლ კაპანაძის სიმამრი, კანონიერი ქურდია. 

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში ამბობენ, რომ გრიგოლ კაპანაძეს ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კონტაქტურია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.


წყარო: "მეცხრე არხი"