გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეს დევნილების საერთაშორისო დღეა

20-06-2019

20 ივნისი დევნილების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანსაწორობის საკითხებში სახლემიწფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი იძულებით გადადგილებულ პირებს მიმართავს და პირობას აძლევს, რომ და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა მავთულხლართების დაშლით დასრულდება.


მინისტრის თქმით, ამის შემდეგ ყველა დევნილი შეძლებს სახლში დაბრუნებას.


"იმ 300000 დევნილის, რომელიც „ერთმორწმუნე“ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გამო დღემდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა და დავპირდე, რომ ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც გულის სისხლს მოითხოვს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მათი უფლებებისათვის, აუცილებლად გაგრძელდება და მავთულხლართების დაშლით დასრულდება საქართველოში" - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.


ცნობისთვის, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან ეს დღე ყოველ წელს აღინიშნება.



qartli.ge