გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო აღარ ჩატარდება

20-06-2019

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება. კონცერტის ჩაშლის მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება.


პროგრამის მიხედვით, ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გრანდიოზული კონცერტი და ელექტრონული მუსიკის საღამო იგეგმებოდა.


პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ (Aigroup) ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.


ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.




imedinews.ge