20-06-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, საზოგადოებრივი მომსახურების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, ხოფერიას ქუჩაზე მცხოვრები ნუგზარ მიქაძის ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლი 11 ივნისს სრულიად დაიწვა და 6 სულიანი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაზარალებულ მოქალაქეს მუნიციპალიტეტის მერიამ, პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად, 3000 ლარი გადაურიცხა.
ასევე დაგეგმილია ოჯახისთვის სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა.