გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო შეცდომა!

20-06-2019

"ნაცმოძრაობის" წევრის დაგეგმილი იყო თუ ვაშაძის და გავრილოვის, ან გიგი წერეთლის და გავრილოვის შეთანხმების შედეგად მოხდა ეს პროვოკაცია- ეს მე არ მაინტერესებს. ჩვენ ვართ დღეს ხელიხუფლება, პარლამენტი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელობის გასაკონტროლებელი"-ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, აქ ორი აზრი არ არსებობს, აქ პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად შემდეგი.

"რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გუნდის და პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ ასეთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. და მე კიდევ ვიმეორებ იმ კითხვას, რატომ იყო აუცილებელი პარალმენტის დარბაზში ამ კონფერენციის გამართვა- ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ამაზე გვჭირდება ჩვენ- საზოგადოებას პასუხი.

ის პასუხი, რაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდიმარისგან, მე არ მინდა გავიმეორო იგივე...და ასევე სხვა დეპუტატებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ ასეთი განმარტებები ჩემთვის პირადად არის მიუღებელ, მაგრამ ამას შეიძლება დავარქვათ შემდეგი: ეს იყო შეცდომა, ძალიან უხეში შეცდომა. ეს როგორ მოხდა და როგორ გაეპარათ ეს შეცდომა, ეს არ ათავისუფლებს ამ ადამიანებს პასუხისმგებლობისგან. ჩვენ, ამას აუცილებლად დავაყენებთ გუნდის შიგნით და პარტიის თავმჯდიმარეს ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება ამ თემასთან დაკავშირებით"-განაცხადა ღარიბაშვილმა.