გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი შეკითხვა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების, ამ მოღალატეების მიმართ მაქვს

20-06-2019

„დღეს მართლაც რთული დღე იყო. რთული ემოციურად - ჩვენთვის, ყველასთვის და მე მესმის ყველა იმ ადამიანის გულწრფელი აღშფოთება, რომელიც იმ მძიმე კადრმა გამოიწვია, რაზეც მე ჩემს განცხადებაშიც ვისაუბრე; კერძოდ, რუსი დეპუტატის ვინმე გავრილოვის ასე ვთქვათ ჯდომამ პარლამენტის სპიკერის სკამზე. მე ძალიან კარგად გავაცნობიერე, თუ რასთან გვქონდა საქმე. ჩემი აზრით, ეს იყო პროვოკაცია"-ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, თუ ვის მიერ იყო დაგეგმილი ეს პროვოკაცია მოსახლეობაც გამოიტანს დასკვნას, მაგრამ მმართველმა გუნდმა შეიძლება ამას უფრო მეტი დრო დაუთმო. 

"მე გისმენდით და თქვენი მთავარი და დღის მთავარი აქცენტები, რაც ტელევიზიის მიერ ისმევა - არის შემდეგი: როგორ აღმოჩნდა ბატონი გავრილოვი, რომელიც არის თან კომუნისტი, თან მართლმადიდებელი, ნუ ეს ჩვენი საკითხი არ არის, მაგრამ როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი ამ კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე? მთავარი შეკითხვა მე მაქვს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით. მთავარი აქცენტი და მთავარი კითხვა ის კი არ არის როგორ აღმოჩნდა ერთი ვიღაც რიგითი დეპუტატი გავრილოვი, რომელიც სხვათა შორის არის ბატონი გიგი წერეთლის მეგობარი, ასევე ბატონი გრიგოლ ვაშაძის მეგობარი ჯერ კიდევ მოსკოვის დროიდან...

წამყვანი: - ვიღაც რიგითი არ არის ბატონო ირაკლი. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია.რუსულ ენაზე მიმართა დარბაზში მყოფებს

ირაკლი ღარიბაშვილი: 


„გასაგებია, ეს ყველაფერი არის დასაგმობი და ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოვახდინეთ. პარტიის თავმჯდომარემ, ჩვენ ყველამ. ჩვენი პარტიის ლიდერებმა ამაზე ძალიან მწვავე რეაგირება მოვახდინეთ და ამას გავაგრძელებთ და კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება. 

მაგრამ მთავარი შეკითხვა რაც მინდა რომ დავუსვა საზოგადოებას და დავუსვა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან და მათი ლიდერი, ასე ვთქვათ ბელადი არის ჯერ კიდევ უკრაინაში. მე მაქვს თქვენთან შეკითხვა - როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წარმატებით წასული, გასული, გაყვანილი რუსეთის ჯარი, როგორ შემობრუნდა, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, ოსეთში, ახალგორში, კოდორში და ასე შემდეგ. როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის უგური პოლიტიკის შედეგად. ეს ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ ასეთ საკითხზე საუბარს? მე საზოგადოების სხვა წევრების აღშფოთება აბსოლუტურად მესმის, და მინდა შევახსენო ყველას, რომ პირველი აღშფოთება სწორედ ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ბატონი გავრილოვის თავხედური ეს ჟესტი, რომელიც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პარლამენტშიც არ უნდა მისულიყო ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მე მაინტერესებს ამ ადამიანებს როგორ ყოფნით ეს თავხედობა და ცინიზმი, რომ ბედავენ და ჯერ კიდევ ასე უტიფრად გევსაუბრებიან და მანიპულირებენ ჩვენი ქართველი ხალხისნ გულწრფელი, პატრიოტული სენტიმენტებით და გრძნობებით. ეს არის მთავარი შეკითხვა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევახსენოთ ამ მართლა მოღალატეებს როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ - გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი, და ასე შემდეგ, როგორ დაკარგეს უამრავი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დააზარალეს. 

როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი იქ, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა როგორც მოხდა. ეს ძალიან უხეში შეცდომა იყო. ამაზე ჩვენ ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება. თქვენ ერთი რიგითი დეპუტატის შემოსვლაზე მესაუბრებით. მე გესაუბრებით რუსეთის ჯარის შემოსვლაზე და ოკუპაციის დაკანონებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამ მართლაც სულელი აგენტის უგუნურმა პოლიტიკამ განაპირობა. მე არ მაინტერესებს რას ამბობს ბატონი მელია, როემლიც გამოირჩევა თავისი რადიკალური გაუაზრებელი განცხადებებით. მე ერთი მინდა შევახსენო რომ ნებისმიერი მათი ქმედება, რომელიც გასცდება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, იქნება ადეკვატურად რეაგუირებული ჩვენ მიერ“-განაცხადა ღარიბაშვილმა.