გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოზარ სუბარი: "რუსთავი 2"-ის ინფორმაცია, თითქოს სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება მიიღო, შეგნებული სიცრუეა

20-06-2019

„ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიით, "რუსთავი 2" მაგალითად პირდაპირ ამბობს ასეთ ტყუილს, აბსოლუტურად შეგნებულ ტყუილს, თითქოს სპეცრაზმმა და პოლიციელებმა მიიღეს ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ რაც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. მივიღე ინფორმაცია ხელისუფლებისგან და შესაბამისი უწყებებისგან"-ამის შესახებ განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, ამის გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება - რომ ხალხი აღაშფოთონ და ქუჩაში გამოიყვანონ. 

"მინდა მოვუწოდო ყველას სიმშვიდისაკენ. პოლიცია ისევ და ისევ იმოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და არანაირ ძალადობას ადგილი არ ექნება. 

და მეორე, სხვა ტელევიზიას გაუვრცელებია ინფორმაცია თითქოს გაზი იყო გამოყენებული და გაზი გაუშვა პოლიცია. შესაბამისი ორგანოებიდან მომაწოდეს ინფორმაცია ამ წუთში რომ არანაირი გაზი არ ყოფილა გამოყენებული და ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ყველამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და განსაკუთრებით ჟურნალისტებს ვთხოვ ნუ იქცევიან იარაღად პროვოკატორი ნაციონალების ხელში და ნუ გადაიქცევიან მხარედ ამ არეულობის მოწყობის მცდელობაში“-განაცხადა სუბარმა.