გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე

21-06-2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს, ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში.

„ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის.

მოვუწოდებთ, ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.