გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბახტაძე ახალგაზრდებს: გულწრფელ პროტესტში მე თქვენს გვერდით ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს

21-06-2019

მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც, მისი შეფასებით ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელნი არიან.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკური ძალა, რომელიც შექმნილ ვითარებას საკუთარ სასარგებლოდ იყენებს, ასოცირებულია ძალადობასა და უკანონობასთან.

„მსურს, განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, თაობას რომლის ხელშია საქართველოს მომავალი, რომელიც არის ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელი. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა - მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ასოცირებულია უკანონობასთან და ძალადობასთან. საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ქართული სახელმწიფო ძალადობას არასოდეს შეურიგდება. სამართლიანი და გულწრფელ პროტესტს ადგილი აქვს საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის ჩემში, მაგრამ ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.