გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს

28-12-2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. ნაცემია გივი ლიპარტაშვილი, რომელსაც თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს.

ოჯახის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფულსა და ოქროს ითხოვდნენ. მათ სახლიდან გარკვეული თანხის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გუშინვე, გვიან ღამით, სოფელ ბაკურციხეში სამმა შეიარაღებულმა პირმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. მათ მოლარე-ოპერატორი დაჭრეს, თავში კონდახი ჩაარტყეს და 1000 ლარი გასტაცეს. რამდენიმე დღის წინ კი სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ობიექტს სამი პირი დაესხა თავს.

წყარო:reginfo.ge

http://reginfo.ge/people/item/4455-sopel-chumlaybshi-lipartashvilebis-ojaxi-daaybachages