გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მერაბ ქვარაია: დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა

21-06-2019

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის თეატრის მსახიობი დემეტრე ნაყოფია საავადმყოფოში მოინახულა და მის მკურნალ ექიმებს შეხვდა.


„ნეიროქირურგის მიერ ერთი ოპერაცია დემეტრეს უკვე ჩაუტარდა. ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე ოპერაცია.


ექიმების შეფასებით, მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ მას თვალი შეუნარჩუნდა. რამდენად იმოქმედებს ეს შემთხვევა მხედველობის ხარისხზე ამ ეტაპზე ამის თქმა ექიმებს უჭირთ, ეს რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.


შეგახსენებთ, დემეტრე ნაყოფიას აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა. ექიმებმა ქირურგიული ჩარევის შედეგად ახალგაზრდა მსახიობს თვალი შეუნარჩუნეს.