22-06-2019
აფხაზეთი მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ, - ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცი აცხადებს.
„ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზიმიც“, - განაცხადა ბარციცმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.