გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა, შესაძლოა, 1.80 ლარი გახდეს

22-06-2019

რუსთავის საკრებულოს სხდომთა დარბაზში სივრცითი ტერიტორიების დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრები ტრანსპორტის შემსწავლელი საბჭოს რეკომენდაციებს გაეცნენ.


კომისიის წევრებმა საკითხი განსახილველად ბიუროს სხდომაზე არ გაიტანეს და რეკომენდაცია რუსთავის მერიას გადაუგზავნეს. "არ შეიძლება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ეს მსჯელობის და განხილვის თემაა, ახლა ამის დრო არაა. გადავდოთ ეს საკითხი", - განაცხადა საკრებულოს წევრმა დავით მაღლაკელიძემ.


მას შემდეგ, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მგზავრობის საფასურად 1.80 ლარი დაადგინა, ტრანსპორტის შემსწავლელმა კომისიამ რუსთავის მერისთვის, ირაკლი ტაბაღუასთვის რეკომენდაცია მოამზადა, რომელიც მერს უნდა განეხილა.


გიორგი ტუხაშვილის ინფორმაციით, მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ საბოლოო რეკომენდაციაში მგზავრობის ღირებულება 1.80 ლარითაა განსაზღვრული.


კომისიის სხდომაზე კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელმა სანდრო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ:-"უნიათოა მერიის ტრანსპორტის სამსახური. მერია ვალდებულია, რომ კომპანიას ხელი შეუწყოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში". როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქალაქში 50-მდე სატრანსპორტო საშუალება მგზავრების უკანონო გადაყვანას ახორციელებს, რაც როგორც მძღოლებს, ისე "ინტერტრანსს" ფინანსურ ზარალს აყენებს. ჯაფარიძემ მერიას და საკრებულოს ფაქტზე რეაგირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილმა სანდრო ჯაფარიძეს უპასუხა, რომ:-"ორივე მხარე, როგორც მერია, ასევე ინტერტრანსი ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები".


გიორგი ტუხაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მგზავრობის ღირებულება მოიმატებს, ადგილობრივი თვითმმართველობა სატრანსპორტო კომპანიას პირობების გაუმჯობესებას აუცილებლად მოსთხოვს.


"უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეული მოსახლის და მგზავრის ინტერესი. აქ საუბარია მგზავრის დროულად გადაყვანაზე, იმაზე, რომ არ უნდა შეიქმნას კოლაფსი გაჩერებებზე, უნდა იყოს კონდიციერება სატრანსპორტო საშუალებებში და საჭიროა დაიცვან ჰიგიენური ნორმები", - აცხადებს გიორგი ტუხაშვილი.




inforustavi.ge