22-06-2019
როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრში განაცხადეს, 1 მაისიდან დღმდე, ანუ 52 დღის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით სამსახურში 32 შეტყობინება შევიდა, აქედან 10 შემთხვევაში ქვეწარმავალი არ დაფიქისრდა, ამიტომაც სამსახურმა 22 ქვეწარმავლი დაიჭირა.
ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით შხამიანი გველი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ, შეტყობინებები კი სამსახურში ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა უბნიდან შედის.
ბეგაშვილის ინფორმაციითვე, გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით ძირითადად საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ხდება. მისი თქმით, სამსახური "რუსთავსერვის ცენტრთან" შეთანხმებით პრევნციულ ზომებსაც ატარებს. მაგალითად, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სისტემატიურად მიმიდნარეობს ბალახის მოთიბვა, ქვეწარმავლების ამოკრეფა ბალახიდან და ა.შ.
მოსახლეობას ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე 341 24 10 44/ 24 28 16. შესაბამისი სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.