გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესანარჩუნებლად რუსეთის მოქალაქეები პეტიციას აწერენ ხელს

22-06-2019

საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესანარჩუნებლად ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები აწერენ ხელს.


ვებგვერდზე Change.org გამოქვეყნებული პეტიციის ადრესატი ვლადიმერ პუტინია. ამ დროისთვის პეტიციას თითქმის 4 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. დემონსტრაციის გამართვა კი საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა”, - ვკითხულობთ პეტიციაში.


პეტიციის კომენტარებში რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და პოლიტიკა ხალხის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.


რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.



imedinews.ge