გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფელ სააკაძესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" გადიაიყვანეს

23-06-2019

ვაზიანის გზატკეცილზე, სოფელ სააკაძესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები, პატარძალი, პატარძლის ძმა, მეჯვარე და ავარიაში მოხვედრილი კიდევ ერთი პირი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.


შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 17 საათზე მოხდა, ქორწილის ესკორტის ავტომობილები და სატვირთო მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.


შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.




https://inforustavi.ge/