23-06-2019
ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
ქუთაისის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, ზურა უგრეხელიძის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა აფეთქებისას დაშავებული ქალი. გარდაცვლილი მამაკაცის დედა კი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმეა ათი წლის გოგონას მდგომარეობაც.
ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქება 18 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
https://www.interpressnews.ge/