გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება სააკაშვილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ

28-12-2017

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ 2018 წელს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა გაგრძელდება და ეკონომიკურ- სავაჭრო ურთიერთობები გამყარდება. როგორც "იზვესტია" წერს, კარასინი აცხდებს, რომ რუსულ ქართულ ურთიერთობებში ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, "როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ქვეყნის ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა". კარასინი აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ საერთო ძალისხმევით მოსკოვმა და თბილისმა შეძლეს "მიეღწიათ თვალსაჩინო შედეგებისთვის, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში გაემყარებინათ ჰუმანიტარული კავშირები:
„მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, პირველ რიგში ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა“, - განაცხადა კარასინმა
მისივე თქმით, მოსკოვი და თბილისი "არ ხუჭავენ თვალებს" ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიც არის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა და გეოპოლიტიკური ტენდენციები სამხრეთ კავკასიაში.
წყარო: "გურიის მოამბე"