10-11-2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა. გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
წყარო: inforustavi