გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში მამაკაცმა სამსახურში მორიგეობისას მე-4 ხარისხის დამწვრობა მიიღო

28-12-2017

რუსთავში მცხოვრებმა 50 წლამდე მამაკაცმა სხეულის დამწვრობა  სამსახურში მორიგეობისას მიიღო. ის ელექტროღუმელზე ჩაის ადუღებდა, რა დროსაც გამათბობლიდან ცეცხლი მის ტანსაცმელზე გავრცელდა. მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას. დავით გოგოძის განცხადებით, პაციენტი თავდაპირველად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა შეყვანილი, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მისი დედაქალაქში გადაყვანა გახდა საჭირო.


„ინფო რუსთავს“ თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, რომ პაციენტს სხეულის 40% აქვს დამწვარი, ძირითადად ზურგის არეში, მარცხენა მტევანზე და მარჯვენა მხარზე აქვს მიღებული დამწვრობები. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ქირურგიული ჩარევისთვის ამზადებენ.

წყარო: "ინფორუსთავი"