გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

24-06-2019

დღეს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელობამ შეხვედრა გამართა. 

საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს შეეხებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საინფორმაციო ცენტრის პროექტის - „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ - საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 10 საუკეთესო პროექტიდან ერთ-ერთის ავტორი და გამარჯვებული სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ნათია დავითაიაა, რომელსაც მოპოვებული გამარჯვება სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. 

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლა-გიმნაზიის დირექტორი ნინო ჯანჯღავა, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 
შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში გამართულ Intel-ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო - საინჟინრო კონკურსში მიღებული გამოცდილებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულებმა, მარიამ ბახტაძემ და ანანო კალანდარიშვილმა. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. 

25 ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, 10 დღით, ბულაჩაურის ,,მწვანე ცენტრის“ საზაფხულო ეკო-ბანაკში გაემგზავრებიან.