გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

28-12-2017

ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის მთვარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. მათი თქმით, შენიშვნების ნაწილის გაათვალისწინების მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

სხდომას "საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქრთველოს" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც ესწრებოდა. მისი შეფასებით, ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იმედი აქვს, რომ მომავალი წლისთვის მაინც დაამტკიცებენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დაგეგმვის პროცესიდანვე იქნება შედეგებზე ორიენტირებული.

მომავალი წლის ბიუჯეტი 36.500.000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

წყარო: რადიო "ათინათი"